logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: როდესაც ჟირინოვსკის კლოუნებს და შევარდნაძის მოსმენა-დასმენის მაღალჩინოსნებს ექსკლუზიურ უფლებას აძლევთ...
- +

10 დეკემბერი. 2019. 10:32

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1 კვირის წინ თქვენი ტელევიზიიდან ნაბიჭვარმა კახა კუკავამ ყოვლად უსაფუძვლოდ მაროდიორი მიწოდა! თქვენ არ გაგიციათ პასუხი, არც ჩემთვის მოგიციათ შანსი! მით უმეტეს, დიანა ტრაპაიძემ კარგად იცის, ვინ ვარ. ამდაგვარი სიბინძურე, მიუხედავად უდიდესი ზიზღისა, სააკაშვილის მთავრობამ ვერ შემითხზა!

 

ობიექტურობაზე ნუღა იკამათებ, პატივცემულო, როდესაც ჟირინოვსკის კლოუნებს, ხომერიკის ძუძუს გოჭს და შევარდნაძის მოსმენა-დასმენის მაღალჩინოსნებს ექსკლუზიურ უფლებას აძლევთ ადამიანის ლანძღვის ისე, რომ პასუხი ვერ გაეცეს“, - წერს მალხაზ თოფურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner