logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დიდი პრობლემაა, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას, ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე
- +

9 დეკემბერი. 2019. 13:38

 

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის არის პრობლემა და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე. ამას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის განაჩენი მმართველი გუნდისთვის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში 85 პოლიტპატიმრის შესახებ საუბრობს, რომელთა სიაც ევროპარლამენტარებს მიეწოდათ.

 

„ჩემთვისაც ცნობილია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციის ნაწილმა მიაწოდა ასეთი სია ასამბლეის წევრებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში და ევრონესტის ასამბლეაში მუშაობენ პოლიტიკოსები. მათი ნაწილი არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პარტნიორი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად. რეალურად ამ პროცესში ვართ. ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და გამოძიებას ატარებს პროკურატურა. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის არის პრობლემა და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე. ამას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner