პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ ყველა ვარიანტზე მსჯელობა გაიმართება.
„ზოგადად გვექნება გუნდში მსჯელობა ყველა ვერსიასა და ვარიანტთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ იქნა შემოთავაზებული. ვნახოთ, საით წავა პროცესი.
დადგა გარკვეული იდეა დღის წესრიგში, საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ ამ იდეის ავტორები. „გერმანული მოდელისგან“ დამოუკიდებლად საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება, ამაზე იქნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.