logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან
- +

9 დეკემბერი. 2019. 13:41

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან.

 

„დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში - კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, რა მოჰყვება ამას? ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ისინი ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, რადგან ცხადად დაირღვა კანონი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner