logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის მხედრიონს და კიდევ უფრო გამარგინალდება თავისი გაცვეთილი მეთოდებით
- +

9 დეკემბერი. 2019. 18:08

 

„ნაციონალური მოძრაობა“, მე მგონი, ქმნის მხედრიონს და კიდევ უფრო გამარგინალდება თავისი გაცვეთილი მეთოდებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის “ მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

მდინარაძის განცხადებით, „იურიდიული ჯგუფის შექმნა, რომელიც სამართალდამცავების ფუნქციებს შეითავსებს, არის სრული მარაზმი“.

 

„ეს შეიძლება მხოლოდ „ნაციონალს“ მოუვიდეს თავში“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, აჭარაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იურისტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც იმ სამართალდამცავთა და საჯარო მოხელეების საქმიანობას შეისწავლის, რომლებმაც 20 ივნისიდან დღემდე, აქციების დროს მოქალაქეთა უფლებები დაარღვიეს და იძალადეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner