logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგება
- +

9 დეკემბერი. 2019. 18:17

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის ცალკეულ პოზიციებზე თანხმობის მიღწევა მოხერხდა.

 

„ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner