logo_geo
eng_logo
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მწყემსი დაჭრეს
- +

10 დეკემბერი. 2019. 20:23

 

 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი მწყემსი დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გუშინ, სოციალურ ქსელში აცნობეს.

 

მოქალაქე გვატყობინებს, რომ მწყემსი ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა, რა დროსაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხირდან მოხდა გასროლა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

თვითონ წაიყვანეს აქვე, იმათ საავადმყოფოში. თქვეს, რომ მისი დაჭრა არ სურდათ, ძაღლები გამოგვეკიდნენ და მათ ვესროლეთ, მწყემს შემთხვევით ანასხლეტი მოხვდაო“, - ამბობს მოქალაქე, რომელმაც ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ აცნობა. 

 

რამდენიმე წუთის წინ ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. აზერბაიჯანულ მხარეზე დაყრდნობით, უწყებაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

დაზარალებული საქართველოს მოქალაქე მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები“, - განგვიმარტეს შსს-ში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner