logo_geo
eng_logo
ზღვისუბანში ძველი ავტობუსების ახალი, ევროპული სტანდარტის ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება
- +

11 დეკემბერი. 2019. 15:53

 

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში მოძრავი  N75 სამარშრუტო ავტობუსი „ISUZU“-ს მარკის 8 მეტრიანი ახალი, ევროსტანდარტებისა და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით ჩანაცვლდა. ახალი ავტობუსები მგზავრებს ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონიდან მეტრო „სარაჯიშვილამდე“ გადაიყვანს.

 

ახალი ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი მოსახლეობასთან ერთად, გაეცნო.

 

„განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზომი იმისა, თუ რამდენად არის განვითარებული ესა თუ ის ქალაქი. თბილისი არის რეგიონის გამორჩეული ქალაქი და ჩვენთვის წარმატებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება პრიორიტეტულია. განსაკუთრებით მახარებს, რომ ზღვისუბანში უკვე მეორე ხაზზე ჩანაცვლდა ავტობუსები და ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

ზღვისუბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლების ფარგლებში, N95 ავტობუსი უკვე ემსახურება მგზავრებს მუხიანიდან ზღვისუბნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

 

დამატებით 220 ერთეული ახალი ავტობუსი თბილისში მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შემოვიდა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, euro6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს. ავტობუსები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებულია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner