„სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას და იმ არაევროპულ ძალას, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს დღეს დასავლური დისკურსი და ეს მართლა არის ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, როდესაც თავისუფალი სიტყვის დაცვის კეთილშობილური იდეის ქვეშ შენ თავს ესხმი მოსამართლეს, ლანძღავს, აგინებ, აგრესიულად იქცევი, - შენ არ ხარ ევროპა.
„როდესაც თავისუფალი სიტყვის დაცვის კეთილშობილური იდეის ქვეშ შენ თავს ესხმი მოსამართლეს, ლანძღავს, აგინებ, აგრესიულად იქცევი, - შენ არ ხარ ევროპა. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას და იმ არაევროპულ ძალას, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს დღეს დასავლური დისკურსი და ეს მართლა არის ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა, მაგრამ განაჩენი ქართველმა ხალხმა გაცილებით ადრე გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის, ყველაფერი, რაზეც ილაპარაკა სტრასბურგმა, არცერთ ჩვენს პატივცემულ არასამთავრობო ორგანიზაციას საკუთარ ვერდიქტებში, პერიოდულობით როგორ იქცეოდა ეს ტელეკომპანია და იქ ოკუპანტის მიერ დანიშნული „გაულაიტერი“, ხმა არ ამოუღია. ანუ, სტრასბურგმა განაჩენი გამოუტანა არამხოლოდ „რუსთავი 2“-ს, არამედ იმ ჩვენს მედია-ექსპერტებს, იმ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აწესებენ სტანდარტებს, ადგენენ სტანდარტებს და გასცემენ სერტიფიკატებს ამ სტანდარტებთან შესაბამისობის და ჩემი აზრით, სტრასბურგმა მათ ამის ლიცენზია ჩამოართვა. წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა შეემუშავებინა ერთი ვირტუალური „ნიუსრუმი“, სადაც იერარქია ჟურნალისტების, ექსპერტების და სხვადასხვა აქტორების, მათი კომპეტენტურობა, გამოცდილება, კეთილსინდისიერება ან პასუხისმგებლობა კი არ არის, ერთადერთი კრიტერიუმია - ვინ შეძლებს უფრო მძაფრად დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. ვინაიდან კომპეტენცია არ არის კრიტერიუმი, ვინაიდან კეთილსინდისიერება არ არის კრიტერიუმი, ვინაიდან მეხსიერება არ გვაქვს, იმიტომ რომ ექსპერტს შეუძლია 23-ჯერ იწინასწარმეტყველოს რაღაც და არ დადასტურდეს, მაგრამ 24-ედ მოიყვანონ სტუდიაში“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.