პარლამენტმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე აირჩია.
შესაბამის გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა.