logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვატარებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრას, რის უფლებასაც პარლამენტის რეგლამენტი გვაძლევს
- +

12 დეკემბერი. 2019. 12:15

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა  ოპოზიციონერ კოლეგებს განუმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტი შეეხება მხოლოდ კანონპროექტების განხილვის აკრძალვას პლენარული სხდომების   კვირაში, შესაბამისად  პლენარული სხდომების კვირაში ნებადართულია პარლამენტის რეგლამენტის თანახმად საკითხის განხილვა, ნებადართულია ასევე დაჩქარებული სახით კანონპროექტის განხილვა.

 

„ჩვენ კანონპროექტს არ ვიხილავთ, ჩვენ ვატარებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრას, რის უფლებასაც პარლამენტის რეგლამენტი გვაძლევს. ეს რომ ყოფილიყო კანონპროექტი და კანონპროექტის განხილვის საკითხი დაგვესვა, თუ არ იქნებოდა დაჩქარებული, ამისი უფლება არ გვექნებოდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მოგვიანებით მან კიდევ ერთხელ ჩათვალა საჭიროდ კოლეგებისთვის განემარტა, რომ  პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურის წინ რაიმე საკითხის გამოტანას და დასკვნის წარდგენას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner