logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან
- +

12 დეკემბერი. 2019. 12:33

 

 

„გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამწუხაროდ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციის კომენტირებისას განუცხადა.

 

„ჩემი ერთადერთი დისკომფორტი ის არის, რომ პოლიციელები მოცდენილი არიან თავის საქმეს, ქვეყანაში დაიცვან წესრიგი და უწევთ ამ მარგინალურ ჯგუფებთან წესრიგის დაცვა, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. მათ ერთადერთი რამ ამოძრავებთ, ეს არის რევანში. გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამწუხაროდ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ემართათ ქვეყანა დემოკრატიულად. ის, რა პროცესებიც დღეს მიმდინარეობს, აბსოლუტურად ჯდება დემოკრატიულ ჩარჩოში, მათ აქვთ უფლება, პროტესტი გამოხატონ, მათ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური ვითარება და დესტაბილიზაცია. ჩვენ გვინდა, ვემსახუროთ ქვეყანას და ვალდებულებიც ვართ. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner