logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზე: ეს წმინდა ფორმალური საკითხია
- +

12 დეკემბერი. 2019. 13:39

 

 

„ეს არის წმინდა ფორმალური საკითხი, ისეთივე, როგორიც არის ზოიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. გაცილებით უფრო მეტად არ მსიამოვნებს ამაზე თანხმობა, ვიდრე მელიას საკითხზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„იმდენად მარტივად დგას საკითხი, რომ იტყუებიან, ვერ ხვდებიან-თქო, ვერ ვკადრებ პატივცემულ ოპონენტებს. მათ გააჩნიათ იმდენი კომპეტენცია და განათლება, განსაკუთრებით მათ, ვინც იურისტები არიან, რომ იცოდნენ - ეს არის წმინდა ფორმალური საკითხი, მათ შორის, ისეთივე, როგორიც არის აკაკი ზოიძის საკითხი. პუნქტის შინაარსშია განსხვავება მხოლოდ: აკაკი ზოიძე მიდის პირადი განცხადების საფუძველზე და ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე თანხმობა, ვიდრე ნიკა მელიაზე მაგალითად, მაგრამ ორივე ფორმალური საკითხია აბსოლუტურად.

 

ერთი შემთხვევის საფუძველი არის პუნქტი, სადაც წერია პირადი განცხადება, მეორეს საფუძველი სხვა პუნქტი, სადაც წერია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი, რომელიც „ნაცების“ სპეკულაციის მიუხედავად, გამოცხადებისთანავე შედის ძალაში. ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობა შემთხვევებს, რომ თუ მეორე ან მესამე ინსტანცია გაამართლებს დეპუტატს, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება, არის სხვადასხვა შემთხვევები აღდგენის, კომპენსაციის, რაც ასევე ქართული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner