logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა
- +

12 დეკემბერი. 2019. 15:37

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა.

 

სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმირ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 

ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner