logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს
- +

12 დეკემბერი. 2019. 15:43

 

 

„პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს, შესვენების შემდეგ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარალმენტში, გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ იმ საკითხს, რომელიც დღის წესრიგში იყო, განვიხილავთ და შესაბამისად, მივიღებთ კენჭისყრით გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერავინ ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, იქნება სათანადო რეაქციები. გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად იყოთ და მშვიდად განაგრძოთ ჟურნალისტური საქმიანობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი. მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner