logo_geo
eng_logo
დავით ახრახაძე ანა ნაცვლიშვილზე: რატომ სთხოვდნენ იმოდენა ფულს იმ გაძვალტყავებულ ქუთაისში, იქნებ მამამისს ჰკითხოს
- +

13 დეკემბერი. 2019. 10:19

 

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ანა ნაცვლიშვილი თურმე ღარიბაშვილს ოპერატიულობას უწუნებს. დედა, რატომ მიწა არ გამისკდება და როგორი ჯარისკაცის მოყვარული გაზრდილა ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორის შვილი... ომის დროს რომ მთელი ქუთაისის ავტოქარხანა, სადაც ათი ათასი ადამიანი მუშაობდა, ჯართად რომ გაიყიდა და... აუ, ოჰ ეს სკლეროზიო, რომ იტყვიან, სკლეროზი მაინც მჭირდეს. ის მახსოვდეს, მამამისი რომ გაიტაცეს ერთ მილიონს სთხოვდნენ თუ ორს… აი, ეგ კი აღარ მახსოვს... მერე ვიღაცები რომ დაიჭირეს და ელისო კილაძის ქმარს ორდენი დაჰკიდეს გულზე. აი, ეს კი არაფერი, კაცო, მარა… რატომ სთხოვდნენ იმოდენა ფულს იმ გაძვალტყავებულ ქუთაისში, ეს იქნებ მამამისს ჰკითხოს და ღარიბაშვილზე მეტად ნუ იდარდებს იმ სამხედროებზე რომლებსაც ღარიბაშვილი თავს ჰყვება და ყველაფერს აკეთებს... არ დავიწყებ იმის შეხსენებას, დღეს რა მოხდა ავღანეთში და მაგ დროს სად უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი... დაჭრილებთან კავშირზე თუ ზონდერმედიის წინ სხვის ნათქვამზე ბრიფინგები ეტარებია...

 

აი, რაშია, იცი, საქმე? პოლიტიკაში უნდა თავის დამკვიდრება და მეტს რომ ვერ აზროვნებს ადამიანი, იმისი მიკვირს...

 

ქალბატონო ანა! პატარაა ქუთაისი და ვინ რით სუნთქავდა ქუთაისში იმ გაჭირვებულ დროს და ვინ რას აკეთებდა, ძალიან კარგად მახსოვს და პაწა ფითილს დოუწიეთ რა... ხალხის გაღარიბების ხარჯზე გაზრდილო ქალბატონო!“ - წერს დავით ახრახაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner