logo_geo
eng_logo
გური სულთანიშვილი: დამნაშავეები და ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამრღვევები ახლა ადამიანის უფლებებზე წუხან
- +

14 დეკემბერი. 2019. 11:26

 

„დამნაშავეები და ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამრღვევები ახლა ადამიანის უფლებებზე წუხან, სასამართლო სისტემის სრულად მომშლელები - მათსავე მოსამართლეების დანიშვნაზე“, - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში, რომელშიც წარსულის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

მისი აზრით, ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა მისი მეხსიერება და მცდარია არგუმენტი -  რაღა დროს 9 წელია.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთელი ცხოვრება ბოროტების სადარაჯოზე იდგა, აქ დაახლა თუ მართალია, ეს არ ნიშნავს რომ მთლიანობაში სწორადაა ყველაფერი. ე.ი. წარსული მნიშვნელოვანია. 9 წელზე საუბარი შეიძლება მართლაც მოსაბეზრებელი იყოს ამ ფორმით, მას მეტი გააზრება, მეტი შესწავლა სჭირდება. როგორც მაგალითად ლიბერალებმა მოახდინეს საბჭოთა კავშირის წარმოჩენა და ტრავმატულ ნარატივად დაფიქსირება, ასევე უნდა მოვეპყროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს. ამას სჭირდება კულტურის კვლევები, გააზრება, კონტრელიტის წარმოება და ა.შ. თუ 9 წელი ყელში ამოვიდა, თანაც ამას უმეტესად ლიბერალური ფლანგი ამბობს, მაშინ თავად ერთი მხრივ მმართველობის პერიოდში, ანუ ნაციონალების დროს რატომ გვახსენებდნენ სულმუდამ შევარდნაძის პერიოდს. მაგალითად, როდესაც ვამბობდით რომ 21 საუკუნეში შუქის მოსვლა რა საამაყოა, ამაზე პასუხი იყო - შევარდნაძის დრო გაიხსენეთ, ან მეზობელ რუსეთში ახლაც არააო. ანდა, ბოლო-ბოლო ლიბერალური ელიტა 30 წელია საბჭოთა კავშირს იხსენებს და საბჭოთა კავშირს აბრალებს ყველაფერს. უნდა გავასწოროთ რაც კი უსამართლოდ აღმართა საბჭოთა კავშირმაო, ჰოდა ამ პრინციპით 9 წლის შეხსენება რაღა პრობლემაა მაშინ?“ - ამბობს გური სულთანიშვილი.

 

მისი თქმით, წარსულის განყენებულად განხილვა არ შეიძლება.

 

„ერთადერთი სივრცე, სადაც წარსული აქტიურდება ეს აწმყოა. ანუ აწმყოზე აქვს გავლენა წარსულს, სხვაგვარად ის არ არსებობს, შესაბამისად როგორ შეიძლება მისი ერთი მხრივ დავიწყება ან მეორემხრივ არასწორად გააზრება, როდესაც საქმე დღევანდელობას ეხება. ზუსტად ამის გამო გვაქვს ის მოცემულობა რაც გვაქვს, ანუ აღრეული ნიშნები, დამახინჯებული ცნებები და სემიოტიკური სიგიჟე. დამნაშავეები და ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამრღვევები ახლა ადამიანის უფლებებზე წუხან. სასამართლო სისტემის სრულად მომშლელები ახლა მათსავე მოსამართლეების დანიშვნაზე წუხან. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ნაკლებად ტრაგიკულად გამოიყურება, ვიდრე ის, როდესაც ყველაზე არასახალხო ძალა, გადის ქუჩაში, ანუ იქ სადაც ყველაზე მეტად მიუღებლები არიან და ლეგიტიმაციას და დასაყრდენს ხალხში ეძებენ. აი მაგალითად გიგა ბოკერია, რომლის მიზანიც ახალი ქართველის შექმნა იყო დაუპირისპირდებოდა ტრადიციულ ქართველს, ახლა ტრადიციული ქართველით უნდა ლეგიტიმაციის მოპოვება, ანუ ქუჩით. აი, ზუსტად წარსულის ვერ გააზრების გამო გვაქვს ეს სემიოტიკური სიგიჟე“, - ამბობს გური სულთანიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner