logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის საავიაციო ბაზას ეწვია
- +

14 დეკემბერი. 2019. 12:29

 

 

 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო. საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მინისტრმა სამხედროების საცხოვრებლებიც მოინახულა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საგაკვეთილო პროცესს დაესწრო.

 

ამჟამად შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზის ტერიტორიაზე ახალი სპორტდარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით აღიჭურვება, ასევე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება მფრინავების სახლსა და საყარაულო შენობებს.

 

თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4 -ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner