logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:21

 

 

„საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს და შესაძლებლობას ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“, - ასე გამოეხმაურა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

 

მისი თქმით, ოკუპაციაზე და ოკუპაციით გამოწვეულ ყველა უკანონობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას:

 

„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა არის ოკუპაციის სასტიკი, დაუნდობელი სახის მორიგი გამოვლინება. ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს ყოველდღიურად ცდიან საკუთარ თავზე ჩვენი მოქალაქეები და იხდიან ფასს საკუთარი სიცოცხლით, თავისუფლებით, სხვა ფუნდამენტური უფლებებით. ოკუპაციაზე და ოკუპაციით გამოწვეულ ყველა უკანონობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს და შესაძლებლობას ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“, - წერს ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner