logo_geo
eng_logo
საახალწლო სიურპრიზი 6 წლიდან ბავშვებისათვის...
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:22

 

კვირას, 22 დეკემბერს, ფსიქოლოგი ქრისტი კარანაია გთავაზობთ „ქვიშის საახალწლო ზღაპართერაპიას“.

 

ეს არის ქვიშათერაპიისა და ზღაპართერაპიის მეშვეობით შექმნილი ჯადოსნური სამყარო, რომელშიც ბავშვები შეძლებენ:

 

საკუთრი შიშების დამარცხებას;

სიმორცხვისა და აგრესიის დაძლევას;

თვითპრეზენტაციის უნარის განვითარებას;

თვითშეფასების ამაღლებას;

იპოვიან ნებისმიერი პირადი სირთულის მოგვარების გზას.

 

ზღაპარი ბავშვისთვის ის სამყაროა, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ სუპერ და საშიში გმირების მეშვეობით უფრო უადვილდება გამოხატოს ის სირთულეები, რომლებიც რეალობაში აქვს - ზღაპრის საშიში გმირები რეალურად ბავშვის ის შიშებია, რომლებსაც პერსონაჟების სახე აქვთ; ზღაპარი გვაძლევს საშუალებას, ამ რეალურ შიშებს ახლოდან შევეხოთ, ურთიერთობა დავამყაროთ მასთან, შევებრძოლოთ ზღაპრის ბოროტ გმირს და საჭიროების შემთხვევაში დავამარცხოთ ან კეთილ პერსონაჟად გადავაქციოთ კიდეც.

 

ქვიშათერაპია ეხმარება ბავშვს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში და ბავშვიც შედარებით ადვილად და მისთვის მისაღები ფორმით ახერხებს კონტაქტს თანატოლებთან. ამავდროულად, ეს მეთოდი ეხმარება მას როგორც ემოციურ განმუხტვაში, ისე მათ გამოხატვაშიც, რადგან, სანამ ბავშვი ემოციებითაა გადატვირთული, ის ვერ ითვისებს სხვა ინფორმაციას; ქვიშაში ფიგურებით ის თავის პატარა სამყაროს ქმნის, იმეორებს და ირეკლავს იმ ურთიერთობებს, რომლებსაც გარშემო ხედავს. ქვიშაში შეიძლება ამ ყველაფრის გადათამაშება, სასურველი ქცევის ჩამოყალიბებაზე მუშაობა; შიშებთან უსაფრთხო შეხვედრა, მათი განეიტრალება - ქვიშა ამშვიდებს და მეტ შანსს გვაძლევს უკეთესად გავუგოთ ბავშვებს, ჩავწვდეთ მათ გაუცნობიერებელ სწრაფვებს, ემოციებსა და სურვილებს.

 

გთავაზობთ თერაპიას ამ ორი ტექნიკის შერწყმით, რომელიც არის გარანტი ბევრად უფრო ეფექტური შედეგისა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner