საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები თქვენი ლიდერობის პირობებში გააგრძელებს გაძლიერებას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას ამ მიზნისკენ სავალ გზაზე“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.