logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც მას დაავადებულ ინსტიტუტს უწოდებს, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან
- +

14 დეკემბერი. 2019. 15:26

 

„ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც მას დაავადებულ ინსტიტუტს უწოდებს, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ევროსაბჭოს უწოდებს ძალიან დაავადებულ ინსტიტუტს (გიგა ბოკერიას განცხადება გახსოვთ), ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროსაბჭოსთან, რომ ყოველდღიურად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამგვარი ინსტიტუციების მიმართ, ევროსაბჭოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანიმ და კლოდ კერნმა წუხილი და იმედგაცრუება გამოთქვეს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციების საწინააღმდეგოა.

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ანბანურად ერგება საქართველოს და რაიმე მიღწევაზე საუბარი არ არის.

 

„ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის რუსეთის გავლენის პრობლემა, ეს არის ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუცია“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner