logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს ღონისძიება არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ
- +

14 დეკემბერი. 2019. 15:33

 

„ეს ღონისძიება არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, დღეს დაგეგმილი ღონისძიება მმართველი გუნდის დამოკიდებულებაა საქართველოს და მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ.

 

„ეს არის დიდი ღონისძიება. 70 წელია ევროსაბჭოს შექმნის, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი წამყვანი ორგანიზაცია. 20 წელია, რაც ჩვენ 41-ე წევრი გავხდით ევროპის საბჭოში და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამართული „ევროპის დღეების“ კვირეულის დასკვნითი საზეიმო ღონისძიების დაწყების წინ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner