logo_geo
eng_logo
თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება
- +

14 დეკემბერი. 2019. 16:52

 

 

 

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

 

ღონისძიებაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გიორგი ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები იმყოფებიან.

 

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ იქნა კვირეული, რაც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნებოდა.

 

„შესაბამისად, დღევანდელი დღე ამ კვირეულის შეჯამებას ეძღვნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. დღევანდელი დღეც ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ხაზგასმაა. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ერის გადაწყვეტილება სწორედ ევროპა და ევროატლანტიკური ორგანიზაციაა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner