„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ალილუია! Reuters-ის ქართველმა ჟურნალისტმა მარგარიტა ანთიძემ გააზიარა ჩემი პოსტი და კომენტარიც გააკეთა. ეს ის ჟურნალისტია, რომელმაც ნაცების 5500-კაციანი აქცია 20 000-იან აქციად „მიჰყიდა“ მსოფლიოს. ახლა ვერ ვახერხებ არგუმენტირებულ კომენტირებას - მეზობლებთან სტუმრად უნდა მივიდე. მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს. თუმცა „ფრენდები“ welcome. აქ კარგი ის არის, რომ 20 000-დან 15 000-ზე უკვე ჩამოვიდა. ვფიქრობ, ასე პერსონიფიცირებულად არის საჭირო „ფეიკებთან“ ბრძოლა. პროგრესი სახეზეა“, - წერს გოგავა.