ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრამდე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი უნდა დაესწროს, დღეს კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართა. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები ცალკე შედგა დიპლომატიურ კორპუსთან.
„მე არ ვფიქრობ, რომ კონკრეტული წინადადება დღეს უნდა გვქონდეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც მაგიდაზე დევს და ამის შემდეგ გარკვეული დრო არის საჭირო, რათა მხარეებმა ჩამოაყალიბონ თავის პოზიცია. თუმცა, ამ დილით უკვე შედგა რაღაც კონსულტაციები, რომელთა შედეგი ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ახლა მოლაპარაკებების პროცესია. ორივე მხარეს ჰქონდა კონსულტაციები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ვოლსკიმ.