„პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, რომ არ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. სალომე ზურაბიშვილმაც დაამტკიცა, რომ არანაირი ვალდებულება პოლიტიკურ პარტიებთან არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის ერთწლიანი საქმიანობა შეაფასა.
„მაშინაც ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ არ წარგვედგინა ჩვენი კანდიდატი არჩევნებში. მაშინაც და დღესაც „ქართულ ოცნებას“ მიაჩნდა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, რომ არ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. პრეზიდენტმაც დაამტკიცა, რომ არანაირი ვალდებულება პოლიტიკურ პარტიებთან არ აქვს. ყველაზე მთავარი შეფასება არის საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების გასაკეთებელი. არ მგონია, რომელიმე პარტიას ჰქონდეს ამ შეფასების გაკეთების პრივილეგია“, - განაცხადა თალაკვაძემ.