„საახალწლო განათებების მონტაჟის გამო 16 დეკემბერს რუსთაველის გამზირი გადაიკეტება“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.