„უკმაყოფილო ყოფილა, რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ალეკო ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „სამოქალაქო მოძრაობის“ კამპანიას - „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი“.
„რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“, - განაცხადა თალაკვაძემ.