„ჩემი ის გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც რიტორიკაში იხმარება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც განმარტა მის მიერ რამდენიმე დღის წინ ჯართან დაკავშირებული განცხადება.
„ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“, - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.