logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: ძვირფასო ოპოზიციავ, ახლა ერთ ძალიან არაპოპულარულ რამეს გეტყვით...
- +

16 დეკემბერი. 2019. 12:20

 

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძვირფასო ოპოზიციავ, ახლა ერთ ძალიან არაპოპულარულ რამეს გეტყვით და თუ გეწყინებათ, ლიმონათი „ნატახტარი“ და მისი ჯანი...

 

ამ მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ზიხართ ელჩებთან ერთად თუ ელჩების შუამავლობით (რავი, როგორცაა სინამდვილეში) და ნაყავთ წყალს, მაგას ჯობია, თუ რამის შნო და ერთი ადგილი გაქვთ, ადგეთ და არჩევნებისთვის მოემზადოთ... ახლა უკვე გვიანია მოლაპარაკებებიც და რაიმეს შეცვლაც, თუ არ იცით, მე შეგახსენებთ - არსებობს საკონსტიტუციო ვადები და კანონების მიღების, განხილვის და დამტკიცების წესები...

 

ჰოდა, უაზროდ ჰაერში მუშტების ქნევას სჯობია, არსებულში ნორმალურად მომზადებაზე დახარჯოთ დრო და ძალა.

 

რავი, მე მირჩევია თქვენთვის და აწი თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით. რა ვიცი, რა ვიცი... მე მაგალითად თქვენ ადგილას იმაზე ვიზრუნებდი, არჩევნებზე საკუთარი ხმები დაგეცვათ ნორმალურად, თუ ამის მარიფათი გაქვთ საერთოდ... წერტილი, გახარიას თვალის ჩაპაჭუნებით“, - წერს ფოფხაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner