logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: სანამ პასუხისმგებლობით არ გავაკეთებთ არჩევანს, მანამდე არ გვეყოლება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება!
- +

16 დეკემბერი. 2019. 13:20

 

 

„გეორგია შენი პროექტია“-ს ავტორი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მართლაც უამრავი ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე!

 

ბევრი 2012 წელსაც ადარებდა, მაგრამ მთავარი განსხვავება, იცით, რა დავინახე?!

 

გუშინ ხალხს მოზეიმე, გამარჯვებისთვის ბრძოლის განწყობა არ ჰქონდა!

 

ჩვენ ვმოძრაობდით არსაით!

 

ერთადერთი, რაც ესალბუნებოდათ გულზე იქ მყოფ ადამიანებს, ამბობდნენ, ჩვენ ნაცების მომხრეებზე მეტნი ვართ!

 

ანუ ხალხი, საზეიმო განწყობას კი არ გამოჰყავს, არამედ - კვლავ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნების შიშს!

 

მე ამ აქციაში ერთ საფრთხეს ვხედავ!

 

დაარხეინდება „ოცნება“...

 

ისე არ მოგივიდეთ, 2012-ში ნაცებმა სტადიონი რომ გადაავსეს და არჩევნები თავზე რომ გადაახია ქართველმა ერმა!

 

იცით, ხელისუფლების რატომ აღარ სჯერა ხალხს? (როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის)

 

იმიტომ, რომ ქვეყანა მიგყავთ არსაით!

 

ყველა ადამიანმა იცის, სახლის ასაშენებლად საჭიროა - პროექტი, ბიზნესის გასაკეთებლად საჭიროა - გეგმა!

 

პოზიციავ და ოპოზიციავ, თქვენ არ აპირებთ ქვეყნის შენებას იმიტომ, რომ არც გეგმა გაქვთ და არც პროექტი!

 

ჩემო უსაყვარლესო ერო, სანამ პასუხისმგებლობით არ გავაკეთებთ არჩევანს, მანამდე არ გვეყოლება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება!

 

(ოპოზიციაც და პოზიციაც ორივე ხელისუფლების ნაწილია)“, - წერს შიხიაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner