ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს და მის მოადგილე ერიკ ტოზატს შეხვდა.
მხარეებმა, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიული ფორმატის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. დიალოგის ახალი ფორმატი მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, შეაჯამონ ის საკითხები, რომელზეც პარტნიორობის ფარგლებში იმუშავებენ.
შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„შეხვედრისას ელჩთან მიმოვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი მიდის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.