logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აქტუალური საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად უნდა გამოიყენოს
- +

17 დეკემბერი. 2019. 12:20

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანამ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აქტუალური საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად უნდა გამოიყენოს.

 

როგორც გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველას უნდა დავანახოთ დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ის გამოწვევებიც, რომელსაც ყოველდღიურად ვეხებით.

 

„მინდა, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადავუხადო 2019 წელს გაწეული შრომისთვის. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი წელი იყო. მიღწევები გვქონდა საკმაოდ ბევრი, შედეგიანი, მაგრამ შემდეგი წელი იქნება უფრო აქტიური. წელს ვამთავრებთ იმით, რომ 20 წლის გაწევრიანების შემდეგ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ მაქსიმალურად შედეგიანად და აქტუალურად. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს აქტუალური საკითხები დავაყენოთ დღის წესრიგში, ყველას დავანახოთ დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ის გამოწვევებიც, რომელსაც ყოველდღიურად ვეხებით.

 

რა თქმა უნდა, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მინდა მივულოცო, რომ წელს იყო პირველი წელი, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი ჩამოყალიბდა, რომელიც დამტკიცდა სტრატეგია ჯერ მთავრობის და შემდეგ პარლამენტის მიერ. ეს პირველად მოხდა, რაც აძლევს საშუალებას დიპლომატიურ კორპუსს ბევრად უფრო სისტემურად, გააზრებულად და სტრუქტურირებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner