logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი ის ჩვენი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ამ საოკუპაციო ხაზის მიღმა
- +

17 დეკემბერი. 2019. 12:32

 

„ამ პატარ-პატარა „ქეისებისგან“ შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2019-ზე“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკა, რაც რჩება და დარჩება ბოლომდე, შედეგის მიღწევამდე, ქვეყნის ერთიანობის აღდგენამდე ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი ის ჩვენი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ამ საოკუპაციო ხაზის მიღმა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა ქმედება და ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ის შედეგი იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო პლატფორმები, რასაც ჩვენ ვაღწევთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ვზრუნავთ ასევე ჩვენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობენ.

 

რა თქმა უნდა, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, მაგალითად, როგორც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. ვიცი და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის ამ მდგომარეობიდან დასახსნელად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ამ პატარ-პატარა „ქეისებისგან“, ამ პატარ-პატარა შემთხვევებისგან შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი და რას ნიშნავს, ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ასეთი ყოველდღიური პრობლემები ექმნება შენს მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner