„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და უზრუნველყოფს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენთვის სახელმძღვანელო არის აშშ-ს მთავრობისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის ოფიციალურ პოზიციები. ასევე საინტერესოა, როგორც ჩვენი მეგობრების, კონგრესმენების ცალკეული შეფასებებიც. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მეგობრების მოსაზრებას. ახლა საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ ორი საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა ორით მეტი მოსამართლე იმაზე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.