„ყველაფერი მისაღებია ომის გარდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ცივი, გონიერი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად ცივი, გონიერი და ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული, ამ ვალდებულებას უნდა მივყვეთ და შევასრულოთ“, - განაცხადა გახარიამ.