logo_geo
eng_logo
18 დეკემბერს რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
- +

17 დეკემბერი. 2019. 12:53

 

„18 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

 

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 18 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

 

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner