logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება
- +

17 დეკემბერი. 2019. 14:55

 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები შეღავათიანი პირობებით შეიძენენ ბინებს.

 

მინისტრის თქმით, განხორციელდა არსებული საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირება და არსებული პროგრამა არსებითად გაუმჯობესდა.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, ჩვენი უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება.

 

კერძოდ, მახათას მთაზე აშენდება სამხედრო ქალაქი, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ, კერძოდ, თუ მათ ღირებულების 60%-ის დაფარვა უწევდათ, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. ამ ეტაპზე პროექტი შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება. მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება გრძელვადიანი, განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner