logo_geo
eng_logo
კრისტიან ურსე: მივესალმეთ იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ წარმოადგინა შეთავაზება
- +

21 დეკემბერი. 2019. 12:35

 

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ოპოზიციასთან, რომლის დასასრულსაც ჩვენ მივესალმეთ იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ წარმოადგინა შეთავაზება“, - ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა კრისტიან ურსემ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, არ გვქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ განგვეხილა ამ შეთავაზების ყველა ასპექტი, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ იანვარში შეხვედრაზე, რაც არის ძალიან პოზიტიური, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ დიალოგი გრძელდება. ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, გავაგრძელებთ იმ ელემენტების ძიებას, რომელიც დაეხმარება მხარეებს მიაღწიონ კონსენსუსს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კომპრომისის შემთხვევაში არავინ იქნება 100%-ით კმაყოფილი, ის აუცილებელია პრობლემის გადაჭრისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა კრისტიან ურსემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner