logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ, ასეთი დღეები მათ წინა წლებში მოუწყვეს ქართველ ხალხს
- +

21 დეკემბერი. 2019. 14:09

 

იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს. 

 

„მოდით, ამგვარი მუქარის შემცველი განცხადებები საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ემოციებს დავაბრალოთ და კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ დაველოდებით შემდეგ შეხვედრას, თუ ამგვარი იქნა – ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის.

 

მესმის, რომ დღეს ემოციურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა. ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ, ასეთი დღეები მათ წინა წლებში მოუწყვეს ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ ვერ მოვლენ, რომ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს, ამ მოდელზე თუ შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, მან უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner