სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე თავდაცვის მინისტრის განცხადებას სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველაზე, ყველაზე მაგარი მინისტრი, რომელმაც იმედი ჩაუსახა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, მათი ოჯახების წევრებს და გააჩინა ნდობა. უფალმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ, ბოლომდე განახორციელოთ დაგეგმილი გეგმები ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. უფრო მეტი ენთუზიაზმი გააღვიძეთ სამხედროებში, რომლებიც აქამდე უიმედოდ და უმწეოდ გრძნობდნენ თავს. ღირსებას და თავდადებას შესაბამისი დაფასება ესაჭიროება. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ გააცოცხლეთ ეს იმედები. მჯერა, ბოლომდე შეინარჩუნებთ მტრების ჯინაზე ჯარისკაცების სიყვარულს, რაც ყოველდღიურად მესმის და გულს უხარია. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო მინისტრო“, - წერს თამარ კიკნაძე.