logo_geo
eng_logo
თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის
- +

21 დეკემბერი. 2019. 15:56

 

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1.88 მილიონი ლარია.

 

სატენდერო დოკუმენტაციაში ურბანული მოხმარების სკამების ესკიზები და ტექნიკური პარამეტრებია მოყვანილი. იგეგმება 155 ერთეულის შესყიდვა, მათგან 8 ოთხკუთხედი უნდა იყოს, 11 – მრგვალი, 66 – თეთრი და 60 – ხის სკამი.

 

ჭავჭავაძის გამზირზე უახლოეს პერიოდში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს. მანამდე კი, გამზირზე დროებით ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner