უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაციონალებისგან“ მართულ მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს საერთოდ არ აინტერესებთ პროფესიული ეთიკის პრინციპები და ნორმები, ამიტომაც გამოირჩევიან ზონდერ-ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი ქმედებებით. შეურაცხმყოფელ ლექსიკას, სიძულვილის ენას, დეზინფორმაციულ სიუჟეტებს და ცილისმწამებლურ ნიუსებს ისე ფუთავენ, თითქოს აღნიშნული ჯდება დემოკრატიულ სტანდარტებში.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მედიატერორი?!“ - წერს ლილუაშვილი.