logo_geo
eng_logo
ელიზაბეთ რუდი: ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი არხები, ჟურნალისტებიც კვლავ აქტიურები არიან და მიხარია, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით
- +

22 დეკემბერი. 2019. 12:29

 

 

„ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი არხები, ჟურნალისტებიც კვლავ აქტიურები არიან და მიხარია, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჟურნალისტებში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა რომ გაშუქდეს პოლიტიკური დებატები და არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი მედია-ლანდშაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა.

 

„ჩვენი ზოგადი მიდგომაა, რომ თავისუფალი და ცოცხალი მედია  ნებისმიერი დემოკრატიისთვის ქვაკუთხედია. გვჯერა, მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი მედია-ლანდშაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ იმ შედეგების, რაც ამ გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს არ გამოიწვევდა მედიასივრცის შევიწროვებას. ახლა კი ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი არხები, ჟურნალისტებიც კვლავ აქტიურები არიან და მიხარია, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჟურნალისტებში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, გაშუქდეს პოლიტიკური დებატები და არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზება  ისე, რომ ხალხმა შეძლოს მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მათ ქვეყანას ეხება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანას საარჩევნო წელი უდგას“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner