logo_geo
eng_logo
სოფო კილაძემ მოსახლეობას ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
- +

22 დეკემბერი. 2019. 13:15

 

დეპუტატმა მოქალაქეებს იმ სიახლეებისა და პროექტების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მის სამაჟორიტაროში ხორციელდება.

 

სოფო კილაძის განცხადებით, 2019 წელს მისმა ბიურომ 2000-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია და დახმარება. ნაძალადევში ასევე წარმატებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტები და დასაქმების საპილოტე პროგრამა.

 

„ნებისმიერი პოლიტიკოსი ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, განსაკუთრებით კი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩვენ უკვე მესამედ წარვუდგინეთ ჩვენი ოლქის მოსახლეობას ანგარიში, რა გავაკეთეთ მიმდინარე წელს. ძალიან საინტერესო იყო ის  დისკუსია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა მოქალაქეთა მხრიდან“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner