„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.
„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ არის სტაბილური. ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, დინამიკა არის უცვლელი, მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური. არ საჭიროებს დამატებით ჩარევას“, - განაცხადა ექიმმა.