„საინფორმაციო სააგენტო „ტაბულამ“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს გვერდი გაუქმდა და კავშირში იყო არაკანონიერ ქმედებასთან“, - ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-გვერდი „Bidzina Ivanishvili & Media“ ავრცელებს:
„ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს Facebook-ის ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური Facebook-გვერდის მონაცემები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.