„ყველაზე მთავარი დღეს არის ცოტნეს გამოჯანმრთელება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძე, ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გამოთქმულ ეჭვს, რომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, სისულელეს უწოდებს.
„ეს არის სრული სისულელე. ყველაზე მთავარი დღეს რაც არის, ცოტნეს გამოჯანმრთელებაა. მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო, დანარჩენს გამოძიება ყველაფერს დაადგენს. როგორც ვიცით, დაკავებულია რამდენიმე პირი და დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.