logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი დავითგარეჯის საკითხზე: ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე
- +

23 დეკემბერი. 2019. 12:47

 

„ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

 

„იცით თქვენ, რომ კომისიის მუშაობა აღდგენილია. ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა, ასევე იყვნენ ექსპერტები ჩამოსული, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს იყო ამ საკითხზე საუბარი. უმაღლეს დონეზე იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ და ვფიქრობთ, აუცილებელია, რომ სწორედ სტატუს-კვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები ამას გაიგებენ. ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ამ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner